50გ ქოქოსის ზეთი
50გ სოიოს რძე
50გ ქოქოსის შაქარი
2სკ აქვაფაბა (მუხუდოს ნახარში წყალი)
2სკ ნეკერჩხლის სიროფი
1სკ წვრილად დახეხილი ნედლი ჯინჯერი
1/2ჩკ საცხობი სოდა
1ჩკ დარიჩინი
1/2ჩკ ჯანჯაფილის ფხვნილი
მწიკვი მარილი
180გ ფქვილი (უგლუტენო ვერსიისთვის გამოიყენეთ წიწიბურას, ფეტვის, ქინოას, ნუშის, ქოქოსის ნარევი)
1-2სკ ჯანჯაფილის კანფეტები
ამ რეცეპტში ჯანჯაფილი სამი სახით გამოიყენება: დახეხილი ნედლი ჯანჯაფილი, ჯანჯაფილის ფხვნილი და კარამელიზირებული ჯანჯაფილი ანუ ჯანჯაფილის კანფეტები. ჯანჯაფილის ორცხობილები იდეალური საახალწლო საჩუქარია.
ღუმელი გაახურეთ 190 გრადუსზე. ჯამში ათქვიფეთ ქოქოსის ზეთი და სოიოს რძე (მიქსერით თუ ათქვეფთ უფრო ფუმფულა გამოვა). შეურიეთ ქოქოსის შაქარი და აქვაფაბა. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ფქვილის გარდა. ფქვილი ნელნელა შეურიეთ. ჯანჯაფილის კანფეტები დაჭერით და გადაურიეთ ცომში. დაამრგვალეთ პატარა ბურთებად და დადეთ საცხობ ქაღალდზე, დააბრტყელეთ.
აცხვეთ 10 წუთი. გააგრილეთ და შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში. მირთმევამდე გადაუსვით თქვენი საყვარელი თხილეულის კარაქი ან ჩააწეთ თბილ რძეში.