ვაშლი ჯონაპრინცი

წონა: 800 გ

ვაშლი ჯონაპრინცი

წონა: 800 გ

პროდუქტი

ჯონაპრინცი ულამაზესი, წითელ-ყვითელი, კოპლებიანი შეფერილობის ვაშლია. ვაშლის ეს ჯიში გამორჩეულად არომატული და ხრაშუნაა.

პლანტას ვაშლი ჯონაპრინცი მოყვანილია საქართველოში, Global Gap-ის სერტიფიკატის მქონე ხეხილის მეუნრეობაში „ტირიფონის ბაღები“.

სასარგებლო თვისებები

ვაშლი გამორჩეულია უჯრედისის და С ვიტამინის მაღალი შემცველობით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არაერთი ანტიოქსიდანტია. ის ძალიან  დაბალკალორიული ხილია და, იმავდროულად, საკმაოდ ნოყიერიც.

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ვაშლი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერების მტკიცებით, ვაშლი ასევე ძალიან სასარგებლოა ფილტვების, ძვლების, ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. ვაშლის რეგულარული მიღება რეკომენდებულია ასთმით დაავადებული ადამიანებისთვისაც.

ვაშლის შემადგენლობაში ძირითადად წყალი და ნახშირწყლები შედის. მასში საკმაოდ დიდი  რაოდენობით არის გლუკოზა, ფრუქტოზა და საქაროზაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს – 34-38 (ანუ სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას არ იწვევს).

მოსავლის კალენდარი

  • იანვ
  • თებ
  • მარ
  • აპრ
  • მაი
  • ივნ
  • ივლ
  • აგვ
  • სექტ
  • ოქტ
  • ნოე
  • დეკ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები