სტაფილოს და ხახვის ბურგერი ვაშლის და ჯანჯაფილის მარმელადით

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 2

სტაფილოს და ხახვის ბურგერი ვაშლის და ჯანჯაფილის მარმელადით

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 2

ინგრედიენტები

სტაფილო – 300 გრ.
წითელი ხახვი – 1 ცალი
ვაშლი – 3 ცალი
ნიორი – 2 კბილი
ჯანჯაფილი – 10 გრ.
მწვანე წიწაკა – 2 ცალი
შაქარი – 100 გრ.
ბურგერის პური – 2 ცალი
იოგურტი – 100 გრ.
ზეთი – 40 მლ.
ფქვილი – 150 გრ.
ლიმონი – 1 ცალი
ავოკადო – ½ ცალი
სალათის ფურცელი
კურკუმა
მარილი
პილპილი
წყალი

მომზადების ინსტრუქცია

სტაფილო და ხახვი გავხეხოთ. დავუმატოთ ფქვილი და წყალი. დავუმატოთ მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. მივცეთ მრგვალი ფორმა და შევწვათ.

ვაშლი დავჭრათ კუბებად, დავუმატოთ შაქარი, გახეხილი ჯანჯაფილი და დავდგათ ცეცხლზე. იოგურტში დავუმატოთ ლიმონის წვენი, ცედრა და ნიორი.

ბურგერის პური გავხუხოთ, დავადოთ სალათის ფურცელი, ვაშლის მარმელადი, სტაფილოს კოტლეტი, წავუსვათ იოგურტი, დავალაგოთ თხლად დაჭრილი ავოკადო და წითელი ხახვის რგოლები. 


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები