5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
450 გ მინი ტკბილი წიწაკა
1 მოზრდილი თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
400 გ რომაული პომიდორი
½ ჩ.კ. შაქარი
1-2 ს.კ. ბალზამირებული ძმარი
მარილი გემოვნებით
მწიკვი დაღერღილი წითელი წიწაკა, ქონდარი, როზმარინი (ხმელი ან ცოცხალი)
რეჰანის ფოთლები
იტალიური პეპერონატა, ხასხასა და ჯანსაღი კერძია, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ დამოუკიდებლად, გარნირად, დაამატოთ პასტაში ან სენდვიჩზე.
ხახვი გაჭერით ორად და შემდეგ დაჭერით სიგანეზე. წიწაკები გაჭერით, ამოაცალეთ თესლები და თითო ნაჭერი ორად გაჭერით სიგრძეზე, რომაული პომიდვრები გაჭერით ოთხად, სიგრძეზე. ყველა ბოსტნეული დაახლოებით თანაბარი ზომის უნდა იყოს.
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ჯერ მოშუშეთ ხახვი, არ უნდა დაიბრაწოს, დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ გამჭვირვალე კონსისტენციამდე, ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაკეპილი ნიორი და წითელი წიწაკა. მოშუშეთ და გადმოიტანეთ ჯამში.
იმავე ტაფაზე მოშუშეთ წიწაკები, არ უნდა დარბილდეს, მხოლოდ ოდნავ მოიწალოს. საჭიროებისამებრ დაამატეთ ზეთი. მოაყარეთ მარილი. გადმოიტანეთ ჯამში და ტაფაზე დაყარეთ პომიდვრები, სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება რომ დარბილდეს, პროცესში მოაყარეთ შაქარი და მარილი.
ყველა ინგრედიენტი გააერთიანეთ ტაფაზე, მოასხით ძმარი და მოაყარეთ სანელებლები.
გემრიელად მიირთვით!