პომიდვრის გრატენი

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 4

პომიდვრის გრატენი

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

500 გ სხვადასხვა სახეობის პომიდორი

500 გ კარტოფილი

50 გ კარაქი

1 ხახვი

2 კბილი ნიორი

300 მლ ნაღები (20%)

100 გ ყველი გრუიერი

100 გ პარმეზანი

ქონდარი ხმელი ან ცოცხალი

მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.

კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ თხელ რგოლებად.
პომიდორი და ხახვი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

გაჭყლეტილი ნიორი, პილპილი და მარილი შევურიოთ ნაღებს.
ორივე ყველი გავხეხოთ, გრუიერი მსხვილ, ხოლო პარმეზანი წვრილ სახეხზე.

გრატენის ასაწყობად საცხობ ყალიბს წავუსვათ კარაქი. ჩავალაგოთ კარტოფილის, პომიდვრის და ყველის ფენები მონაცვლეობით, მოვასხათ ნაღები. ბოლო ფენად მოვაქციოთ პომიდორი. დავადოთ კარაქის კუბები, მჭიდროდ გადავაფაროთ ფოლგა და გამოვაცხოთ 1 საათი.

როდესაც კარტოფილი მომზადდება, დანის ჩარჭობისას რბილი იქნება, შევაბრუნოთ ღუმელში ფოლგის გარეშე, 210 გრადუსზე 15 წუთით. 

როგორც კი მოიბრაწება  პომიდვრის ზედაპირი, გრატენი მზად არის!
 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები