420 გ ყაბაყი (დაახლოებით 2 საშუალო ზომის)
½ ჭიქა ნიგოზი
60 გ კარაქი
220 გ ფქვილი
30 გ მსხვილი შვრია
1ჩ.კ. დარიჩინი
მიწკვი მარილი
მწიკვი კოჭა
¾ ჩ.კ. საცხობი პუდრი
¾ ჩ.კ. სოდა
2 კვერცხი
160 გ შაქარი
80 გ სიმინდის ზეთი
ყაბაყი კანიანად გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავტოვოთ ჯამში ვიდრე ვამზადებთ ცომს, მოგვიანებით, ხელით გავწუროთ და გადავღვაროთ სითხე.
ნიგოზი მოვხალოთ ტაფაზე ან გამოვაშროთ ღუმელში. დავჭრათ მსხვილად. კარაქი გავადნოთ. გავაცხელოთ ღუმელი 175 გრადუსზე. მართკუთხედ ყალიბში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი.
ერთ მოზრდილ ჯამში ავურიოთ ფქვილი, მარილი, სანელებლები და საცხობი პუდრი სოდასთან ერთად.
მეორე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, ზეთი, ვიდრე ერთგვაროვან, ფაფუკ მასას არ მივიღებთ. აქვე დავამატოთ გაწურული ყაბაყი და გამდნარი, შეგრილებული კარაქი, ავურიოთ.
მშრალ ინგრედიენტებში ვამატებთ კვერცხის მასას და ხის კოვზით ვურევთ დელიკატურად, ვიდრე ერთგვაროვანი არ გახდება ცომი.
სულ ბოლოს ვამატებთ ნიგოზს და შვრიას, ვურევთ.
მასას გადავიტანთ საცხობ ყალიბში, მოვაყრით დამატებით 2 ს.კ. შვრიას და 2 ს.კ. ყავისფერ შაქარს სურვილისამებრ და ვაცხობთ 50-60 წუთი, ვაგრილებთ ყალიბშივე და შემდეგ ამოვიღებთ.
კექსი ინახება 4 დღემდე.