ტარტის ძირი:
120 გ კარაქი
230 გ ფქვილი
1 ცალი კვერცხი
1/2 ჩკ მარილი
2 სკ ცივი წყალი
შიგთავსი:
3 ცალი კვერცხი
350 გ ნაღები
150 გ ყველი ჩედარი
2 ცალი ყაბაყი
8 ცალი ჩერი პომიდორი
ბეგქონდარა
შავი პილპილი გემოვნებით
ვამზადებთ ფხვიერ ცომს - ფქვილში ვამატებთ მარილს, ცივ კუბებად დაჭრილ კარაქს და ვაფხვიერებთ. ვამატებთ კვერცხს, წყალს და ხელით ვზელთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. ვაბრტყელებთ, ვათავსებთ ფორმაში, ვჩხვლეტთ ჩანგლით და ვასვენებთ მაცივარში 30 წთ. ამ დროის გასვლის შემდეგ ფორმაზე ვათავსებთ საცხობ ქაღალდს სიმძიმით და ვაცხობთ 200 გრადუსზე 15 წთ.
სანამ ტარტი ცხვება ვამზადებთ შიგთავსს - ვჭრით ყაბაყს, თხევად ინგრედიენტებს ვაერთიანებთ და ვათავსებთ უკვე გამომცხვარ ტარტში. ზედაპირზე ვაწყობთ ჩერი პომიდორს და ბეგქონდარას. ვაცხობთ დაახლოებით 30-40 წთ.
გემრიელად მიირთვით.