კანელონი პომიდვრით და მოცარელას ბურთებით

  • 50 წუთი
  • მარტივი
  • 7

კანელონი პომიდვრით და მოცარელას ბურთებით

  • 50 წუთი
  • მარტივი
  • 7

ინგრედიენტები

250 გ კანელონი

350 გ მოცარელა

400 გ ჩერი პომიდორი

200 მლ წყალი

150 გ გახეხილი ყველი ჩედარი

 

პომიდვრის სოუსისთვის:

400 გ პომიდორი

1 ცალი ხახვი 

2-3 კბილი ნიორი

ორეგანო

შავი პილპილი

მარილი

3 სკ ზეითუნის ზეთი 

მომზადების ინსტრუქცია

თავდაპირველად მოამზადეთ პომიდვრის სოუსი: ზეითუნის ზეთში მოთუშეთ ხახვი და ნიორი. დაუმატეთ კანგაცლილი დაბლენდერებული პომიდორი და წამოადუღეთ.

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

თითოეული კანელონი მონაცვლეობით შეავსეთ ჩერი პომიდვრითა და მოცარელათი და მოათავსეთ საცხობ ფორმაში. ფენებს მოაყარეთ გახეხილი ყველი ჩედარი. ბოლო ფენას დაასხით პომიდვრის სოუსი და ზემოდან კვლავ მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები