800 გ ახალი კარტოფილი
500 გ კოქტეილ პომიდორი იუმი
1 თავი ხახვი
3 კბილი ახალი ნიორი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი
ბაზილიკის ფოთლები
კარტოფილი მოვხარშოთ ორთქლის აბაზანაზე, მზადყოფნამდე.
გავაცხელოთ ღუმელი 210 გრადუსზე, საცხობ ლანგარზე დავყაროთ შუაზე გაჭრილი კარტოფილები, დაჭრილი ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გამოვაცხოთ 10 წუთი გრილის ქვეშ, კარგად რომ დაიბრაწოს.
გამოვიღოთ ლანგარი, დავამატოთ პომიდვრები და დავაბრუნოთ ღუმელში კიდევ 7-10 წუთით.
კერძი მივირთვათ თბილი, ბაზილიკის ცოცხალი ფოთლებით, სურვილისამებრ.