რომაული პომიდორი

წონა: 650 გ

რომაული პომიდორი

წონა: 650 გ

პროდუქტი

რომაული პომიდორი ასევე ცნობილია, როგორც პლამულა (Plums, ქლიავი), ამ სახელს თავისი ქლიავისებური, მოგრძო ფორმის გამო უწოდებენ. ეს პომიდორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია, აქვს შესანიშნავი გემო და არომატი, თხელი, წითელი კანი. მისი ტექსტურა უფრო მაგარი და ხრაშუნაა. იდეალურია როგორც სალათებისთვის, ისე სხვადასხვა კერძისთვის. ასევე, ძალიან ხშირად გამოიყენება მარინადებში.

 

სასარგებლო თვისებები

პომიდორი შეიცავს ოთხივე ძირითად კაროტინოიდს: ალფა და ბეტა კაროტინებს (ისინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნებიან), ლუტეინსა (მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში) და ლიკოპენს.

პომიდორი განსაკუთრებით მდიდარია E და C ვიტამინებით. 

შეიცავს კალიუმს, K1 ვიტამინსა და ფოლატს. ფოლატი პასუხისმგებელია უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორიცაა უჯრედების დაყოფა და ზრდა და დნმ-ის სინთეზი. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმე ქალებისთვის.

 

მოსავლის კალენდარი

  • იანვ
  • თებ
  • მარ
  • აპრ
  • მაი
  • ივნ
  • ივლ
  • აგვ
  • სექტ
  • ოქტ
  • ნოე
  • დეკ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები