1 მოზრდილი ტკბილი წითელი წიწაკა
2 რომაული პომიდორი
2 კბილი ნიორი
⅓ ჭიქა ნუში
⅓ ჭიქა ზეითუნის ზეთი
2 ს/კ ძმარი
მარილი და წითელი დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.
ეს ხასხასა და გემრიელი კატალონიური სოუსი შეგიძლიათ მიირთვათ თევზის და ბოსტნეულის კერძებთან, გამოიყენოთ სენდვიჩების გასახალისებლად.
გააცხელეთ ღუმელი 190° და მოშუშეთ 15-20 წუთის განმავლობაში შუაზე გაჭრილი პომიდვრები, წიწაკა და ნიორი, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და მოაყარეთ მარილი.
ამასობაში, გააცალეთ კანი ნუშს - აადუღეთ წყალი პატარა ქვაბით, ჩაყარეთ ნუში, ადუღეთ 1 წუთი და გადაავლეთ ცივი წყალი. ასე მარტივად მოაცლით კანს.
სამზარეულოს კომბაინში ჩაყარეთ ნუში და დააქუცმაცეთ, დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და დაატრიალეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ
მიიღებთ, თუმცა ნუშის სეგმენტები უნდა იგრძნობოდეს ღეჭვისას.
სოუსი მზადაა!
მაცივარში ინახება 5 დღემდე.