½ შეკვრა (5-6 ცალი) პლანტას აფრიკული ცხარე წიწაკა
1 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა
1 კბილი ნიორი
½ ცალი ხახვი
1 ჩკ მარილი
აფრიკული ცხარე წიწაკები გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ თესლები. ტკბილი წიწაკაც გამოვასუფთაოთ და დაახლოებით ცხარე წიწაკის ზომაზე დავჭრათ. დაჭრილი წიწაკები, ნიორი და ხახვი მოვათავსოთ ქილაში, კარგად ჩავაწვეთ და დავპრესოთ. ქილა შევავსოთ წყლით ისე, რომ შიგთავსი კარგად დაიფაროს. ქილიდან წყალი გადმოვასხათ, დავუმატოთ მარილი, მოვურიოთ და მარილიანი წყალი კვლავ უკან ჩავაბრუნოთ.
ქილას დავახუროთ თავსახური და დავტოვოთ 2 კვირით ფერმენტაციისთვის. 2 კვირის შემდეგ ქილიდან მასა დავაბლენდეროთ. მიღებული მასა ჩავასხათ ბოთლში და შევინახოთ მაცივარში.
გაითვალისწინეთ, საწებელი გამოდის ძალიან ცხარე. იმავდროულად, ფერმენტირებული საწებელი სავსეა კეთილი ბაქტერიებით. შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე ან შეურიოთ სხვა სოუსებს ან კერძებს, ის მათ პიკანტურ, დამათბობელ გემოს მიანიჭებს.