ფერადი ტკბილი წიწაკა – 5 ცალი
წითელი ცხარე წიწაკა – 3 ცალი
ნიორი – 80 გრ.
შაქარი – 450 გრ.
ძმარი – 30 გრ.
სახამებელი – 1 სუფრის კოვზი
მარილი გემოვნებით
წყალი – 700 მლ.
წვრილად დაჭერით ტკბილი და ცხარე წიწაკა, დაკეპეთ ნიორი და დადგით ცეცხლზე.
წყალში გახსენით შაქარი, დაამატეთ ძმარი, ჩაყარეთ სახამებელი და დაკეპილი ტკბილი და ცხარე წიწაკა და დაკეპილი ნიორიც.
ადუღების შემდეგ მასა კიდევ 5-7 წუთით წამოადუღეთ. სოუსი მიიღებს ბლანტ კონსისტენციას, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე მზად არის.
ეს სოუსი შეგიძლიათ მაცივარში რამოდენიმე თვეც კი შეინახოთ.