ცხარე წიწაკა

წონა: 150 გ

ცხარე წიწაკა

წონა: 150 გ

პროდუქტი

პლანტას ცხარე წიწაკა საშუალო სიცხარის მქონე წიწაკაა, რომელსაც პიკანტური გემო და არომატი აქვს. მისი გამოყენება იდეალურია კერძებში, სალათებსა და სოუსებში. 

ცხარე წიწაკის შეფუთვაში ხვდება ჰოლანდიური კომპანია რაიკ ცვაანის (Rijk Zwaan) მიერ გამოყვანილი წიწაკის ჯიშები - დეარდევილი (წითელი) და ჰაბიბი (მწვანე). 

მწვანე ცხარე წიწაკის SHU მაჩვენებელი (სიცხარის საზომი) 20,000 ერთეულის ფარგლებშია, წითელი ცხარე წიწაკის კი - 10,000-ის ფარგლებში.

 

სასარგებლო თვისებები

ცხარე წიწაკა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია. ის განსაკუთრებით უხვად შეიცავს C ვიტამინს. ასევე, მდიდარია A, B და E ვიტამინებით. ის ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებს წნევას. 

წითელი ცხარე წიწაკა, რომელიც მწვანე ცხარე წიწაკაზე უფრო გვიან იკრიფება, უფრო მდიდარია C ვიტამინითა და სხვა სასარგებლო ნუტრიენტებით.

თუმცა, ცხარე წიწაკას ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია. მას შეუძლია გამოიწვიოს არა მხოლოდ წვის შეგრძნება პირის ღრუში, არამედ უფრო სერიოზული პრობლემებიც, როგორიცაა მუცლის ტკივილი, მტკივნეული დიარეა და კრუნჩხვებიც კი. ამიტომ, ცხარე წიწაკის მოხმარებისას აუცილებელია ზომიერება და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.

მოსავლის კალენდარი

  • იანვ
  • თებ
  • მარ
  • აპრ
  • მაი
  • ივნ
  • ივლ
  • აგვ
  • სექტ
  • ოქტ
  • ნოე
  • დეკ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები