• 300 გ მინი კიტრი
• ½ ცხარე წიწაკა
• ½ კბილი ნიორი
• ½ ჩ.კ. ქინძის ან მდოგვის თესლი
• 1 ცალი დაფნის ფოთოლი
• 1 ჩ.კ. მარილი
• 1:1 პროპორციით ძმარი + წყალი ქილის შესავსებად
კარგად გარეცხილ ქილას, გამოავლეთ მდუღარე წყალი სტერილიზაციისთვის.
ქილაში ვერტიკალურად მოათავსეთ შუაზე გაჭრილი და გარეცხილი კიტრები. წიწაკაც გაჭერით შუაზე, გამოაცალეთ თესლები და ნახევარი ჩადეთ ქილაში ნიორთან, თესლებთან და დაფნასთან ერთად. ქილა შეავსეთ ძმრითა და წყლით თანაბარი პროპორციით. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 24-48 საათი.