500 გ ფერადი ჩერი პომიდორი
200 გ ფეტა ყველი
2 სკ მაღალ პროცენტიანი არაჟანი
1 კბილი ნიორი
1/2 ლაიმის წვენი
ორეგანო
ცოცხალი ტარხუნა
500 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
ჩანგლით ან ბლენდერით გავაერთიანოთ ყველი და არაჟანი და დავუმატოთ ნიორი, ლაიმის წვენი, ორეგანო და ცოცხალი ტარხუნა. ჩერი პომიდვრებს გამოვაცალოთ გული და ამოვავსოთ მომზადებული ყველის მასით. ჩავაწყოთ სტერილურ ქილებში, ჩავაყოლოთ ტარხუნის ღერო და შევავსოთ ზეითუნის ზეთით.ინახება მაცივარში, 2-3 დღის შემდეგ გემო უფრო ინტენსიურია.
გემრიელად მიირთვით.