კიტრი – 8-10 ცალი
ვაშლის ძმარი – 150 მლ.
შაქარი – 75 გრ.
მარილი – 20 გრ.
წყალი – 300 მლ.
ცერეცოს მარცვალი – 1 ჩაის კოვზი
შავი წიწაკის მარცვლები – 1 ჩაის კოვზი
დაჭრილ კიტრს მოაყარეთ მარილი და ხელით მსუბუქად დასრისეთ.
ქვაბში 5 წუთით წამოადუღეთ წყალი და ძმარი. დაუმატეთ შაქარი, ცერეცოსა და შავი წიწაკის მარცვლები.
დაჭრილი კიტრის ნაჭრები მოათავსეთ ქილაში და დაასხით ცხელი ძმრიანი სითხე ისე, რომ კიტრის ნაჭრები მთლიანად დაიფაროს. ქილა დატოვეთ თავღია სანამ სითხე ოთახის ტემპერატურამდე არ გაგრილდება. გაგრილების შემდეგ დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში.
უკვე 15 წუთში თქვენი მარინადი მზად იქნება.