პლანტას მინი კიტრი პატარა ზომის, გამორჩეულად გემრიელი, ხრაშუნა კიტრია. აქვს ხორკლიანი ზედაპირი და სასიამოვნო, ხრაშუნა ტექსტურა.
მინი კიტრი იდეალური წასახემსებელია, რომელიც პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ.
კიტრი დაბალკალორიული პროდუქტია და, იმავდროულად, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. უხვად შეიცავს: ბოჭკოს, ცილას, ნახშირწყლებს, C და K ვიტამინს, ასევე მაგნიუმს, მანგანუმს და კალიუმს.
კიტრის შემადგენლობაში 95%-მდე წყალია, ამიტომ ის ორგანიზმის ჰიდრატაციისა და მავნე ტოქსინების გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა. ასევე, კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვის.