1 თავი აისბერგის სალათა
300 გ ჩერი პომიდორი
4-5 ცალი მინი კიტრი
რამდენიმე ღერო კამა, ოხრახუში
50 გ კონსერვირებული სიმინდი
1 ს.კ. მსუბუქი არაჟანი
½ ლიმონის ცედრა და წვენი
½ ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით
სალათის სოუსის მოსამზადებლად ავურიოთ არაჟანი, მდოგვი, ლიმონის წვენი, ცედრა, ზეთი, მარილი და პილპილი, ავთქვიფოთ ვიდრე არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
აისბერგის თავი ფრთხილად დავშალოთ ფურცლებად.
სალათისთვის განკუთვნილი ბოსტნეული დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, მოვასხათ სოუსი, კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ აისბერგის ნავებში.