პლანტას წითელი ხახვი საგანგებოდ შერჩეული, გადარჩეული და გასუფთავებული პროდუქტია, რომელიც საცალო ქსელებში მთელი წლის მანძილზე ხელმისაწვდომია. პლანტას წითელი ხახვი იფუთება ბადეში, რომელშიც პროდუქტი კარგად ინახება და მოხმარებისთვისაც ძალიან მოხერხებულია.
წითელი ხახვი სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით. ის უხვად შეიცავს კალციუმს, კალიუმს და C ვიტამინს. წითელი ხახვი შეიცავს გოგირდის და ანტიოქსიდანტების ნაერთებს, რაც სასარგებლოა საშარდე გზების ბაქტერიების, ასევე გულის დაავადებებისა და კიბოს პრევენციისთვისაც კი.