4 საშუალო ზომის ჭარხალი
1 ს.კ ღვინის ძმარი
1 ს.კ ზეითუნის ზეთი
200 გ მაწონი
200 გ არაჟანი
20 გ კამა
1 კბილი ნიორი
20 გ რუკოლა ან რუკოლას მიკრომწვანილი
30 გ მოხალული ნიგოზი
მარილი, პილპილი გემოვნებით
ხახვის მარინადი
1 წითელი ხახვი
¼ ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
2 ს.კ წყალი
1 ჩ.კ შაქარი
მწიკვი მარილი
მაწონი და არაჟანი გააერთიანეთ, დაუმატეთ დაჭრილი კამა, ნიორი და მარილი. კარგად აურიეთ.
შეარჩიეთ თანაბარი ზომის ჭარხლები, მოხარშეთ მზადყოფნამდე. დაელოდეთ შეგრილებას, გააცალეთ კანი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. Მოასხით ზეთის და ძმრის ვინეგრეტი, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
მოამზადეთ ხახვის მარინადი – გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად, ძმარი, წყალი და შაქარი აურიეთ, დაასხით ხახვის რგოლებს. Მარინადი შეგიძლიათ 1 დღით ადრე მოამზადოთ.
სალათის სერვირებისთვის მაწვნის მასა მოათავსეთ თეფშზე, დაალაგეთ ჭარხლის ნაჭრები, ხახვის რგოლები, რუკოლა და დატეხილი ნიგოზი. მოასხით ზეითუნის ზეთი სურვილისამებრ.