სიმინდის კრემ-სუპი

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 2

სიმინდის კრემ-სუპი

  • 45 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

სიმინდი – 500 გრ.

ნიორი – 1 კბილი

ხახვი – 60 გრ.

კარაქი – 15 გრ.

ზეთი – 10 მლ.

წყალი ან ბოსტნეულის ნახარში – 500 მლ.

ნაღები 20% – 100 გრ.

მარილი

პილპილი

დაღერღილი წიწაკა

მომზადების ინსტრუქცია

ტაფაზე გავალღოთ კარაქი, დავუმატოთ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. ხახვი რომ გაოქროსფერდება, დავუმატოთ სიმინდი და ვშუშოთ 5 წუთი, დავუმატოთ წყალი ან ბოსტნეულის ნახარში, ნაღები, ნიორი, პილპილი, მარილი, წიწაკა. ვადუღოთ 5 წუთი და ბოლოს დავაბლენდეროთ.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები