2 ცალი საშუალო ზომის ხახვი
სველი ამოსავლები
60 გ ნუშის ფქვილი დაბალკალორიული, უგლუტენო ვერსიისთვის (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მუხუდოს ან სიმინდის ფქვილით)
2 სუფრის კოვზი სახამებელი
½ ჩაის კოვზი პაპრიკა (ან რაიმე სხვა სუნელი)
½ ჩაის კოვზი მარილი
80 გ წყალი
მშრალი ამოსავლები
60 გრამი შვრიის ფქვილი (დაფქული გერკულესი)
2 სუფრის კოვზი საკვები საფუარი (ყველისებრი გემოსთვის)
½ ჩაის კოვზი პაპრიკა ან რაიმე სხვა სუნელი
½ ჩაის კოვზი მარილი
ზეითუნის ზეთი ზევიდან წასასმელად
ხახვი გაფრცქვენით, დაჭერით რგოლებად და გააცალკევეთ.
ღუმელი გაახურეთ 220 გრადუსზე. ღუმელის ბადეზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი.
ხახვის რგოლები სათითაოდ ამოავლეთ ჯერ სველ სავლებში, შემდეგ მშრალ სავლებში და მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე. ფუნჯით გადაუსვით ზეთი.
გამოაცხეთ 15-20 წუთი, სანამ არ გაოქროსფერდება. გადმოატრიალეთ და 5 წუთი კიდევ გამოაცხეთ.
მიირთვით თბილი, გემრიელია მაიონეზთან და საწებელთან ერთად.
სასარგებლო თვისებები:
ხახვი - სავსეა ანტიოქსიდანტებით, კალიუმით, C და B ვიტამინებით. აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს გულისა და სიმსივნის დაავადების რისკს. ასევე, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. მდიდარია პრობიოტიკებით და, შესაბამისად, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.