ხახვის გალეტი

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 6

ხახვის გალეტი

  • 60 წუთი
  • საშუალო
  • 6

ინგრედიენტები

650 - 700 გ ხახვი (4 ცალი)

30 გ კარაქი

1 ს.კ შაქარი

4 ცალი დაფნის ფოთოლი

400 გ ფენოვანი ცომი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

ხახვი გაფცქვენით და სიგანეზე გაჭერით, სამ თანაბარ ნაწილად.

თუჯის ტაფა გააცხელეთ, დაყარეთ შაქარი და დაელოდეთ დადნობას და კარამელიზაციას, დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ. დაალაგეთ ხახვები ისე, რომ ტაფა შეივსოს. მოაყარეთ მარილი, ახალდაფქული პილპილი და დაფნის ფოთოლი. შუშეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე არ მოიბრაწება.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ტაფა შედგით და დატოვეთ ღუმელში ხახვის დარბილებამდე, 20 - 25 წუთი.

გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი ტაფის დიამეტრზე. ეცადეთ ცომი შეინარჩუნოთ ცივი. გამოიღეთ ხახვი და დააფარეთ ფენოვანი ცომი, ჩაუკეცეთ გვერდები, ჩანგლით დაჩხვლიტეთ ზედაპირი და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 15-20 წუთი ან ვიდრე ცომი არ მოიბრაწება.

ახალგამომცხვარი გალეტი ცხელივე გადმოიტანეთ თეფშზე - ტაფას დაადეთ დიამეტრით ოდნავ დიდი ლანგარი ან თეფში და ფრთხილად ამოატრიალეთ. გალეტი მზად არის, მიირთვით თბილი.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები