პლანტას ლანჩი - ქინოას სალათა სიმინდით და ავოკადოთი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

პლანტას ლანჩი - ქინოას სალათა სიმინდით და ავოკადოთი

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

2 სიმინდი

2 ს.კ. ავოკადოს ან ზეითუნის ზეთი

2 ავოკადო

½ თავი წითელი ხახვი

1 კიტრი

250 გ ჩერი პომიდორი

½ ჰალაპენიო

½ ჭიქა ქინოა

1 ლაიმი

4-5 ღერო ქინძი

მარილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია

ნედლი სიმინდის მარცვლები დანით ჩამოვთალოთ ტაროდან, გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი და შევწვათ მარცვლები 10-15 წუთი ან ვიდრე არ მოიბრაწება, მოვაყაროთ მარილი.

ქვაბით ავადუღოთ წყალი, გავრეცხოთ და მოვხარშოთ ქინოა მზადყოფნამდე (10-15 წუთი ან ინსტრუქციის მიხედვით).
დავჭრათ ხახვი, ჩერი პომიდორი, ავოკადო, ჰალაპენიო და კიტრი.

მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ დაჭრილი ბოსტნეული, შემწვარი სიმინდი, დაჭრილი ქინძი, მარილი, მოვასხათ ლაიმის წვენი, ამოვურიოთ და შევუსწოროთ მარილი და სიცხარე საჭიროებისამებრ.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები