პლანტას ლანჩი - სუშის სენდვიჩი

  • 60 წუთი
  • საშუალო

პლანტას ლანჩი - სუშის სენდვიჩი

  • 60 წუთი
  • საშუალო

ინგრედიენტები

1 ჭიქა სუშის ბრინჯი

1 ს.კ შაქარი

3 ს.კ ბრინჯის ძმარი

½ ჩ.კ მარილი

4 ნორის ფურცელი

1 პომიდორი

1 კიტრი

1 ავოკადო

4 სალათის ფოთოლი

200 გ მყარი ტოფუ

2 ს.კ. სოიოს სოუსი

2 ს.კ. ზეთი ტოფუს შესაწვავად

მომზადების ინსტრუქცია


ბრინჯს ვრეცხავთ გამდინარე წყალში მანამ, სანამ კამკამა წყალი არ გაუვა. ვყრით ქვაბში, ვასხამთ 1 და ½ ჭიქა წყალს, ვახურავთ თავსახურს და ვტოვებთ 30 წუთით. დროის გასვლის შემდეგ ვხარშავთ 10 წუთის განმავლობაში, გადმოვდგამთ ცეცხლიდან და თავდახურული ვაჩერებთ 5 წუთი, მნიშვნელოვანია ხარშვის დროს არ მოხადოთ თავსახური.

პატარა ქვაბით შევაცხელებთ ბრინჯის ძმარს შაქრით და მარილით, ვიდრე შაქარი არ დადნება.

ბრინჯს გადმოვიტანთ განიერ ჯამზე და დავასხამთ ძმრიან ნაზავს. ავურევთ და გავაგრილებთ.

დავჭრით ბოსნტეულს რგოლებად.

დაპრესილ ტოფუს შევწვავთ ტაფაზე ზეთით და სოიოს სოუსით. ბრინჯს გავყოფთ დაახლოებით 8 ნაწილად.
სენდვიჩის ასაწყობად გავშლით საკვებ ცელოფანს, რაზეც დავაფენთ ნორის, პრიალა ზედაპირით ქვევით, დავდებთ ბრინჯის 1/8, შემდეგ ბოსტნეულს, ტოფუს და დავასრულებთ ბრინჯით, გადავკეცავთ ნორის, რომ შევკრათ კვადრატი და შევფუთავთ პარკში, კარგად დავტკეპნით ხელით. 

გავჭრით შუაზე და სუშის სენდვიჩი მზად არის.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები