პლანტას ლანჩი - კუსკუსი ტკბილი წიწაკებით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

პლანტას ლანჩი - კუსკუსი ტკბილი წიწაკებით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

1/2 ჭიქა კუსკუსი

2 წითელი ტკბილი წიწაკა

2 მწვანე ტკბილი წიწაკა

300 გ ჩერი პომიდორი

1 თავი ხახვი

½ ჩ.კ ძირა

½ ჩ.კ. პაპრიკა

½ ჩ.კ ნივრის ფხვნილი ან 2 კბ ნიორი

მარილი, პილპილი გემოვნებით

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

ოხრახუში და ქინძი მოსაყრელად

მაწონი ან ბერძნული იოგურტი და ½ ლიმონი სერვირებისთვი

მომზადების ინსტრუქცია

კუსკუსი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ ½ ჭიქა მდუღარე წყალი, ჩავყაროთ მარილი, ჩავასხათ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ამოვურიოთ ჩანგლით და დავახუროთ თავსახური, რომ გაიჟღინთოს სითხით, სანამ ბოსტნეულს მოვამზადებთ.

დავჭრათ წიწაკები, ჩერი პომიდორი და ხახვი, ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ ბოსტნეული, ვიდრე არ მოიბრაწება და მოიშუშება. მოვაყაროთ სანელებლები, მარილი და ავურიოთ. ჩავყაროთ მომზადებული კუსკუსი, მოვურიოთ და გადავიტანოთ კონტეინერებში, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

უშუალოდ ჭამის წინ კი მოვასხათ ¼ ლიმონის წვენი და 1 ს.კ. მაწონი.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები