პლანტას მწვანე ტკბილი წიწაკის შეფუთვაში ჰოლანდიური კომპანიის რაიკ ცვაანი (Rijk Zwaan) მიერ გამოყვანილი ტკბილი წიწაკის ჯიში მაგრეტაა.
მწვანე ტკბილი წიწაკის ამ ჯიშს სასიამოვნო არომატი და გამორჩეული გემოვნური თვისებების აქვს. ის იდეალური ინგრედიენტია როგორც ტრადიციული, ისე - სალათების, დიპებისა და სხვა კერძების მოსამზადებლად.
წიწაკა დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემადგენლობის 92%-მდე წყალია. იმავდროულად ეს ბოსტნეული ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა.
ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს, რაც ტკბილ წიწაკას საკვებ პროდუქტებში C ვიტამინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროდ აქცევს.
იგი ასევე შეიცავს: B6, B9, K1, E, A ვიტამინებსა და კალიუმს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე: აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ერითროციტების ფორმირებას, უზრუნველყოფს ნერვების, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას, და მრავალი სხვა.