ბოსტნეულის შემწვარი როლები

  • 15 წუთი
  • მარტივი

ბოსტნეულის შემწვარი როლები

  • 15 წუთი
  • მარტივი

ინგრედიენტები

12 ც. ბრინჯის ფირფიტა (22 სმ დიამეტრი)

2 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. დაჭრილი ჯანჯაფილი

1 ც. წითელი ან მწვანე ცხარე წიწაკა

2ც. ტკბილი წიწაკა

2 ც. სტაფილო

¼ ახალი ან ჩინური კომბოსტო

1 ს.კ. სოიას სოუსი

მწიკვი მსხვილი მარილი

4 ღერო მწვანე ხახვი

2 ჩ.კ. სეზამის მარცვლები

5 ს.კ. ნეიტრალური ზეთი მოსაშუშად და შემდეგ შესაწვავად

დრესინგი

1,5 ს.კ. სოიას სოუსი

½ ჩ.კ. შაქარი

1 ს.კ. ბრინჯის ძმარი

2 ჩ.კ. სეზამის ზეთი

½ წითელი ან მწვანე ცხარე წიწაკა

მოხალული სეზამის მარცვლები

მომზადების ინსტრუქცია

ნიორი, კოჭა და ცხარე წიწაკა მოვშუშოთ ტაფაზე ზეთში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბოსტნეული და ვშუშოთ რამდენიმე წუთი, ბოსტნეული ძალიან არ უნდა დარბილდეს. ვამატებთ მწიკვ მარილს და სოიას სოუსს. სულ ბოლოს ვაყრით მწვანე ხახვს და გადავდებთ გასაგრილებლად. 

სოუსის მოსამზადებლად ერთ ჯამში ვურევთ ყველა ინგრედიენტს.

ბრინჯის ფურცლებს რამდენიმე წამით ვავლებთ ოთახის ტემპერატურის წყალში, ჩალბობა არ სჭირდება, მხოლოდ დასველება. გადავიტანთ სუფთა ტილოზე და ველოდებით როდის დარბილდება, 1 წუთამდე. ვაყრით სეზამის მარცვლებს, ცენტში ვდებთ გულსართს და ვახვევთ. 

გახვეულ როლებს ვათავსებთ ზეთწასმულ ფირფიტაზე, რომ არ მიეკრას ზედაპირს, რადგან ფირფიტები საკმაოდ წებოვანია.

ტაფაზე ვაცხელებთ ზეთს და ვწვავთ როლებს ორივე მხრიდან, კარგად უნდა დაიბრაწოს ზედაპირი, დაახლოებით 2 - 2 წუთი თითო მხარეს.

მიირთვით სოუსთან ერთად.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები