2 ცალი ტკბილი სიმინდი
1 ცალი ყაბაყი
½ ცალი ტკბილი მწვანე წიწაკა
½ ნიახურის ღერო
250 გ ქოქოსის რძე
½ ჩკ ქარის ან კურკუმას ფხვნილი
1 სუფრის კოვზი ზეთი
მწიკვი მარილი
მწიკვი პაპრიკა
მწიკვი პილპილი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი (მოსართავად)
მწვანილები (მოსართავად)
მოხარშეთ სიმინდი (ტკბილი სიმინდი ძალიან მალე იხარშება - საკმარისია დაახლოებით 10 წუთი დუღილი).
ვიდრე სიმინდი შეგრილდება, დაჭერით ტკბილი წიწაკა, ყაბაყი და ნიახურის ღეროები, სიმინდს დანით ჩამოათალეთ მარცვლები (ცოტა შეინახეთ მოსართავად).
ტაფაზე დაასხით ზეთი (უხდება კახური მზესუმზირის ზეთი), დააყარეთ სუნელები, საოცარი სურნელის დადგომისთანავე, ჩააყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები. რამდენიმე წუთში, როცა ბოსტნეული დაიბრაწება, დაასხით ქოქოსის რძე.
3-5 წუთი დუღილის შემდეგ ხელის ან ჩვეულებრივი ბლენდერით აქციეთ ერთგვაროვან მასად. დაუმატეთ მარილი. გაანაწილეთ თეფშებზე, დაუმატეთ დარჩენილი სიმინდი, მწვანილი, ლიმონის წვენი, დამატებით შეგიძლიათ მოასხათ ზეთი ან დაუმატოთ ქეშიუს ყველი.
სასარგებლო თვისებები:
სიმინდს აქვს უჯრედისის მაღალი შემცველობა და ამიტომ ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. შეიცავს B ვიტამინს, თუთიას, მაგნიუმს, რკინას.