ტკბილი წიწაკის ტოლმა

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 4

ტკბილი წიწაკის ტოლმა

  • 40 წუთი
  • საშუალო
  • 4

ინგრედიენტები

4 ფერადი ტკბილი წიწაკა

2 ნიახურის ღერო, წვრილად დაჭრილი

1 სტაფილო, დახეხილი

50 ყავისფერი ბრინჯი, მოხარშული

1 სკ სეზამის ზეთი

1 სკ სოიოს სოუსი

4 სკ ქეშიუსყველი

მწიკვი ჰიმალაის მარილი

რამდენიმე ფოთოლი ნედლი ბეგქონდარა

მომზადების ინსტრუქცია

ბრინჯი ყოველთვის წინა ღამით ჩაალბეთ. დაასხით წყალი და წამოადუღეთ, დუღილამდე მისულს, წყალი გამოუცვალეთ, კვლავ მიიყვანეთ დუღილამდე და ჩაუწიეთ ტემპერატურას, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. წყალი ძალიან ცოტა რომ დარჩება, დაუმატეთ მარილი, მოურიეთ, გამორთეთ და ცოტა ხნით თავდახურული გააჩერეთ.

ტაფაზე ზეთსა და სოიოს სოუსში ოდნავ მოხრაკეთ ნიახურის ღერო, სტაფილო და ბრინჯი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით. ფერად ტკბილ წიწაკას მოაჭერით თავი და ამოაცალეთ თესლები. წიწაკა ტაფაზე მოხრაკული მასით გამოავსეთ და დაახურეთ თავზე (შეგიძლიათ პატარა ჩხირითაც დაამაგროთ, რომ არ გაიხსნას).

გამოვსებული ტკბილი წიწაკა გამოაცხვეთ 15 წთ 180 გრადუსზე ან ვიდრე არ გადაიბრაწება. ინდივიდუალურ პორციებად თეფშზე დადეთ თითო სუფრის კოვზი ქეშიუს “ყველი” და გამომცხვარი ტკბილი წიწაკის ტოლმა. მორთეთ ბეგქონდარას ნედლი ფოთლებით.

შეგიძლიათ იმპროვიზაცია – შიგთავსში გამოიყენეთ სხვადასხვა ბოსტნეული და სუნელი, დაუმატეთ მოხალული მზესუმზირა და გოგრის თესლი, გარნირად უხდება ახალი კარტოფილი ან მუქი მწვანე ფოთლები.

 

სასარგებლო თვისებები:

ტკბილი წიწაკა – ფერადი (ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი) ტკბილი წიწაკა დაბალკალორიული ბოსტნეულია და, იმავდროულად, სავსეა სასარგებლო ნუტრიენტებით – ვიტამინები A და C, კალიუმი, უჯრედისი, რკინა, ფოლიუმის მჟავა.

გემრიელად მიირთვით და გისურვებთ ჯანმრთელობას.


 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები