500 გ პურსაცხობი ფქვილი
2 ჭიქა თბილი წყალი
11 გ სწრაფი მოქმედების მშრალი საფუარი
2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
რამდენიმე სახეობის წიწაკა და პომიდორი, მწვანილი დეკორისთვის.
შავი პილპილი
ხმელი ბაზილიკი
1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი დამატებით
ფაფუკი და არომატული ფოკაჩას ცომი მარტივად მზადდება, არ საჭიროებს ხანგრძლივ ზელას. ცომს ვამზადებთ ერთი დღით ადრე და ვინახავთ მაცივარში ასაფუებლად.
ყველა მშრალ ინგრედიენტს გავაერთიანებთ მოზრდილ ჯამში (გაითვალისწინეთ, ცომი მოცულობაში სამჯერ გაიზრდება).
ვამატებთ თბილ წყალს, 4 ს.კ. ზეთს და ხის კოვზით ვურევთ, ვიდრე არ მივიღებთ ერთგვაროვან, წებოვან ცომს. ზედაპირზე ვასხამთ რამდენიმე კოვზ ზეთს და ხის კოვზითვე გადავკეცავთ ცომს რამდენჯერმე. ვახურავთ ჰერმეტულად და ვინახავთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით.
გამოცხობის წინ, აფუებულ ცომს გამოვიღებთ მაცივრიდან და ზეთწასმულ საცხობ ფირფიტაზე გადმოვიტანთ, ვისველებთ თითებს ზეთით და გაგვყავს ცომი მთელ ფირფიტაზე, საჭიროებისამებრ დავიხმართ ზეთს. დავდგამთ თბილ ადგილას და ვაცდით ამოსვლას 40-60 წუთი.
ვაცხელებთ ღუმელს 220 გრადუსზე, ვჭრით ბოსტნეულს და ვალაგებთ სასურველი რაოდენობით, ვაცხობთ 20-30 წუთი ან ვიდრე სასიამოვნო ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.