წითელი პომიდორი

წონა: 800 გ

წითელი პომიდორი

წონა: 800 გ

პროდუქტი

პლანტას წითელი პომიდვრის შეფუთვაში გამორჩეული გემოსა და არომატის მქონე რომატიკოსა და რომინდოს ჯიშის პომიდვრები გვხვდება, რომლებიც მადისაღმძვრელი წითელი ფერის გარდა, თხელი კანითა და ხრაშუნა ტექსტურითაც გამოირჩევა. ხორციანი წითელი პომიდვრები იდეალურია როგორც სალათების, ისე - სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. 

ძალიან ხშირად გამოიყენება მარინადებშიც. 

 

სასარგებლო თვისებები

პომიდორი შეიცავს ოთხივე ძირითად კაროტინოიდს: ალფა და ბეტა კაროტინებს (ისინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნებიან), ლუტეინსა (მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში) და ლიკოპენს.

პომიდორი განსაკუთრებით მდიდარია E და C ვიტამინებით. 

შეიცავს კალიუმს, K1 ვიტამინსა და ფოლატს. ფოლატი პასუხისმგებელია უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორიცაა უჯრედების დაყოფა და ზრდა და დნმ-ის სინთეზი. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმე ქალებისთვის.

მოსავლის კალენდარი

  • იანვ
  • თებ
  • მარ
  • აპრ
  • მაი
  • ივნ
  • ივლ
  • აგვ
  • სექტ
  • ოქტ
  • ნოე
  • დეკ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები