“ომლეტისთვის”
50 გ წითელი ოსპი
50 გ წყალი
მწიკვი ჰიმალაის მარილი (ან შავი მარილი მეტი კვერცხის გემოსთვის)
½ ჩკ ქარის ფხვნილი
მოსართავად
1 სკ ქეშიუს კრემ-ყველი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სამარხვო მაიონეზით)
1-2 ც ისპანახის ან ქეილის ფოთოლი
4-5 ც ჩერი პომიდორი
1 სკ ზეითუნის ზეთი
მწიკვი ჰიმალაის მარილი
წითელი ოსპი ჩაალბეთ წყალში 12 საათით.
ჩალბობილი ოსპი დააბლენდერეთ წყალთან ერთად და მიღებული მასა თავდახურულ კონტეინერში დატოვეთ ოთახისტემპერატურაზე კიდევ 12 საათით. ცომი ფერმენტირდება, გაუჩნდება ბუშტები და მოსანელებლად უფრო ადვილი იქნება.
ცომი შეკმაზეთ მარილითა და სუნელებით, აქვე შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა ბოსტნეული (მაგალითად, გახეხილი სტაფილო ან წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა).
გახურებულ, ოდნავ ზეთმოსხმულ ტაფაზე დაასხით ბლინის ფორმის ცომი და თითო გვერდზე დაახლოებით 2 წუთიდაბრაწეთ. გადმოიღეთ შემწვარი ბლინი, წაუსვით კრემ-ყველი.
ცალკე თეფშში აურიეთ ფოთლები, შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდორი, ზეითუნის ზეთი და მარილი და დაადეთ კრემ-ყველს.
სასარგებლო თვისებები:
ოსპი – მცენარეული ცილებისა და უჯრედისის არაჩვეულებრივი წყარო, შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა დამინერალებს (ვიტამინი B, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი, თუთია)
ჩერი პომიდორი – შეიცავს წითელ პიგმენტს (lycopene), რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, მდიდარიავიტამინებით A, C, E, ასევე კალიუმით.