ფერადი ჩერი პომიდორი - 60 გრ.
ვარდისფერი პომიდორი - 1 ცალი
ჭვავის პური - 2 ნაჭერი
ზეითუნის ზეთი - 20 მლ.
ნიორი - 1 კბილი
ქინძის ფოთლები - 5 გრ
თაფლი
კრემ-ყველი ან არაჟანი - 2 სუფრის კოვზი
გავხუხოთ პური, გადავუსვათ ზეითუნის ზეთი გახეხილი ნივრით, პომიდორის თხელი ნაჭრები კი ცოტადენ თაფლში ამოვავლოთ, ისე რომ მსუბუქად კარამელიზირებული იყოს. შემდეგ პურს გადავუსვათ კრემ ყველი ან არაჟანი და ზემოდან დავაწყოთ პომიდვრები.
გასაფორმებლად კი შეგიძლიათ მოაყაროთ მზესუმზირის მოხალული გულები და მიკროღივები.