სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
პომიდორი - 1 ცალი
ფერადი ჩერი პომიდორი - 4-5 ცალი
ხახვი - 1/2 თავი
ობიანი ყველი - 70 გრ
ნიორი - 1 კბილი
დაღერღილი წიწაკა
მარილი
ჭვიშტარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ჭადის ფქვილი - 150 გრ.
წყალი ან მინერალური წყალი - 90-120 მლ.
ჭყინტი ყველი
მარილი
პომიდვრის სოუსი: გახურებულ ტაფაზე გრძლად დაჭრილი ხახვი მოვბრაწოთ ცოტაოდენ ზეთში, შემდეგ დავასხათ გახეხილი პომიდვრის წვენი და კარგად მოვთუშოთ. შევაზავოთ მარილითა და წიწაკით, ბოლოს დავუმატოთ საშუალო ზომაზე დაჭრილი ჩერი პომიდვრები და კიდევ ვშუშოთ 5 წუთი.
ჭვიშტარი: მოვზილოთ ცომი და დავამატოთ გახეხილი ყველი ცოტაოდენ მარილთან ერთად. გახურებულ ტაფაზე დავასხათ საკმაო ოდენობის ზეთი და მოვბრაწოთ ჭვიშტარი.
მირთმევისას სასურველია ჭვიშტარი და სოუსი ორივე ცხელი იყოს, ბოლოს კი სოუსს მოვაყაროთ ობიანი ყველის ნატეხები და ცოცხალი, ლამაზად დახვეული ყაბაყის რამდენიმე თხელი ნაჭერი, რაც კერძს მეტ სიხრაშუნეს შესძენს.