400 გ სპაგეტი
2 ჩ.კ მარილი
5 ს.კ ზეითუნის ზეთი
3 კბილი ნიორი
700 გ პომიდორი ჩერი
2 ს.კ ცოცხალი ბაზილიკი
3 გ Შავი პილპილი
მოზრდილ ქვაბში აადუღეთ წყალი. Ჩაყარეთ მარილი, პასტა და ხარშეთ შეფუთვაზე დატანილი დროის მიხედვით.
ნიორი დაჭერით წვრილად, პომიდვრები გაჭერით შუაზე ან ოთხ ნაწილად. დაჭერით ბაზილიკიც.
პარალელურად ცეცხლზე დადგით ღრმა ტაფა, დაასხით ზეთი. Შეაწითლეთ ნიორი, დაუმატეთ პომიდორი და დატოვეთ ცეცხლზე არაუმეტეს 10 წუთისა, პერიოდულად მოურიეთ. Ბოლოს დააყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და მწიკვი მარილი.
Მოხარშული პასტა ამოიღეთ წყლიდან (ნუ გადაწურავთ) და გადაიტანეთ პომიდვრიან ტაფაზე. Კარგად ამოურიეთ, მოაყარეთ ახალდაფქული შავი პილპილი, ცოცხალი ბაზილიკის ფოთლები და კერძი მზადაა.