ნაირფერი ჩერი პომიდორი – 120 გრ.
ნადუღი – 200 გრ.
შაშკვლავი – 30 გრ.
ნიორი – 1 კბილი
პური სერვირებისათვის
კარაქი – 20 გრ.
დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მზესუმზირა – 10 გრ.
წვრილად დაკეპეთ შაშკვლავი ღეროების გარეშე და ცოტაოდენი ნიორი. დაკეპილი შაშკვლავი და ნიორი დაუმატეთ ნადუღს.
კარგად გახურებულ ტაფაზე დაყარეთ შუაზე გაჭრილი ფერადი ჩერი პომიდვრები, დაამატეთ ცოტაოდენი წიწაკა და მარილი.
ცალკე კარაქიან ტაფაზე გახუხეთ პურის ნაჭრები.
განიერ ფიალაში მოათავსეთ შეზავებული ნადუღი, შუაში მოათავსეთ მოწალული პომიდვრები და გვერდით მიუწყვეთ გახუხული პურები. კერძი შეგიძლიათ გააფორმოთ შაშკვლავის ფოთლებით და ასევე მოაყაროთ მსესუმზირის მარცვლები გემოვნებით.