პომიდვრის გალეტი

  • 90 წუთი
  • საშუალო
  • 3

პომიდვრის გალეტი

  • 90 წუთი
  • საშუალო
  • 3

ინგრედიენტები

გალეტის ცომისთვის დაგჭირდებათ:

100 ცივი კარაქი

200 ფქვილი

½ . შაქარი

. ზღვის მარილი

½ . ხმელი ბაზილიკი ან ორეგანო

ჭიქა წყალი

 

სხვა მასალა:

400 ომიდორი

250 ყველი ფეტა 

50 კრემ-ყველი

1 . ზეითუნის ზეთი

მარილი

პილპილი

1 კვერცხის გული

30 პარმეზანი

 

მომზადების ინსტრუქცია

ცომის მოსამზადებლად აურიეთ მშრალი ინგრედიენტები, დაუმატეთ ცივი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა - ხელით ან სამზარეულოს კომბაინში.

დაასხითჭიქა ცივი წყალი და სწრაფად შეკარით ცომი, არ მოზილოთ, როგორც კი შეერთდება ინგრედიენტები, გადაფუთეთ საკვებ პარკში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. ცომი მაცივარში ინახება 3 დღის განმავლობაში ან საყინულეში 1 თვემდე.

 

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

გააბრტყელეთ ცომის გუნდა ფქვილის დახმარებით დაახლოებით 3 მმ სისქეზე. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც წინასწარ დააფენთ საცხობ ქაღალდს და გააგრძელეთ აწყობა - წაუსვით ფეტასა და კრემ ყველის ნაზავი, დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გადაუკეცეთ კიდეები. ცომს გვერდებზე გადაუსვით ცოტაოდენ წყალთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული, კიდეებზე მოაყარეთ წვრილად გახეხილი პარმეზანი დაედგით გამოსაცხობად. აცხვეთ 40-50 წუთი, ან ვიდრე გალეტი ოქროსფერს არ მიიღებს

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები