კვერცხი ავოკადოს კრემით

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 12

კვერცხი ავოკადოს კრემით

  • 40 წუთი
  • მარტივი
  • 12

ინგრედიენტები

6 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი

3 ცალი მწიფე ავოკადო

3 სკ კრემყველი

1კბილი ნიორი

½ ლაიმის წვენი

მარილი

შავი წიწაკა

მომზადების ინსტრუქცია

კვერცხი მოვათვსოთ ადუღებულ წყალში, დავუმატოთ მწიკვი მარილი და ვხარშოთ 10 წთ. მოხარშული კვერცხი გადავიტანოთ ცივ წყალში, რომ ნაჭუჭი იოლად მოცილდეს. გასუფთავებული კვერცხი გავჭრათ შუაზე.

კვერცხის გულები, ავოკადო, კრემყველი და დანარჩენი ინგრედიენტები დავჭყლიტოთ ჩანგლით ან გავაერთიანოთ ბლენდერით. მიღებული მასა გადავიტანოთ ტომარაში და დავასერვიროთ კვერცხები. სერვირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები ყვავილები. 

გემრიელად მიირთვით.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები