3 ვაშლი
¼ ჭიქა შაქარი
1 ს.კ. დარიჩინი
½ ჩ.კ. ჯანჯაფილი
55 გ კარაქი
½ ლიმონის წვენი
ცომისთვის:
200 მლ რძე
2 კვერცხი
100 გ შაქარი
500 გ ფქვილი
5 გ მომენტალური საფუარი
მწიკვი მარილი
90 გ კარაქი
⅓ ჭიქა ნიგოზი
ვაშლის გულსართის მოსამზადებლად, ვაშლი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბებად, ქვაბით შემოდგით დაბალ ცეცხლზე კარაქი, ვაშლი, სანელებლები, ლიმონის წვენი და მოშუშეთ რამდენიმე წუთი, ვიდრე ვაშლი არ დარბილდება. გამოყენებამდე გააგრილეთ გულსართი.
ცომის მოსამზადებლად აურიეთ ფქვილი, შაქარი, საფუარი. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი და შემთბარი რძე, მოზილეთ ცომი, რობოტ-მიქსერით 10 წუთი, ხელით 20 წუთი. პროცესში დაუმატეთ მარილი. ცომი წებოვანი მოგეჩვენებათ, თუმცა არ დაუმატოთ ფქვილი. დანიშნული დროის გასვლის შემდეგ, შეაზილეთ კუბებად დაჭრილი, ოთახის ტემპერატურის კარაქი, ზილეთ ვიდრე ელასტიკურ ცომს არ მიიღებთ.
ჯამი შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, 1,30 საათი. როდესაც ცომის მოცულობა გაორმაგდება, გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მსუბუქად გადაზილეთ და გააბრტყელეთ, დაიხმარეთ ფქვილი საჭიროებისამებრ.
ვაშლის გულსართი მოათავსეთ ცომზე და გადაანაწილეთ, მოაყარეთ ნიგვზის ნაწილი. გადაახვიეთ რულეტად, გაჭერით შუაზე და დაგრიხეთ თოკივით. გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე და მიეცით მრგვალი ფორმა, შეაერთეთ ბოლოები. მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი. გვირგვინი დატოვეთ ასაფუებლად, ვიდრე ღუმელი ცხელდება.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
გამოაცხვეთ 40-50 წუთი ან ვიდრე ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
გემრიელად მიირთვით!