გოლდენი ვაშლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჯიშია. მას მოყვითალო-მომწვანო შეფერილობა ახასიათებს. აქვს ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემო და ხრაშუნა ტექსტურა.
პლანტას ვაშლი გოლდენი მოყვანილია საქართველოში, Global Gap-ის სერტიფიკატის მქონე ხეხილის მეუნრეობაში „ტირიფონის ბაღები“.
ვაშლი გამორჩეულია უჯრედისის და С ვიტამინის მაღალი შემცველობით. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არაერთი ანტიოქსიდანტია. ის ძალიან დაბალკალორიული ხილია და, იმავდროულად, საკმაოდ ნოყიერიც.
არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ვაშლი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. მეცნიერების მტკიცებით, ვაშლი ასევე ძალიან სასარგებლოა ფილტვების, ძვლების, ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. ვაშლის რეგულარული მიღება რეკომენდებულია ასთმით დაავადებული ადამიანებისთვისაც.
ვაშლის შემადგენლობაში ძირითადად წყალი და ნახშირწყლები შედის. მასში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის გლუკოზა, ფრუქტოზა და საქაროზაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს – 34-38 (ანუ სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას არ იწვევს).