ვოლდორფი

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ვოლდორფი

  • 15 წუთი
  • მარტივი
  • 2

ინგრედიენტები

2 ცალი პლანტას ვაშლი

150 გ ყურძენი თითა (1 მტევანი)

130 გ ნიახურის ღერო (დაახლოებით 3 ღერო)

40 გ სალათის ფოთოლი (3-4 ცალი)

⅓ ჭიქა ნიგოზი

2 ღერო ოხრახუში

დრესინგი

1 ს.კ არაჟანი (15%-იანი)

2 ს.კ გაწურული მაწონი

½ ჩ.კ დიჟონის მდოგვი

½ ლიმონის წვენი

1 ს.კ ზეითუნის ზეთი

მარილი

ახალდაფქული პილპილი

მომზადების ინსტრუქცია

სალათა ვოლდორფი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სალათაა, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება.

ვიწყებთ სოუსის მომზადებით: ყველა ინგრედიენტს ავურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მარილს და პილპილს ვუმატებთ გემოვნებით.

ნიგოზს მოვხალავთ ტაფაზე ცხიმის გარეშე.

ნიახურს ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად, ყურძენს გავჭრით სიგრძეზე და ამოვაცლით კურკებს, სალათის ფოთლებს დავანაწევრებთ ხელით, ვაშლს დავჭრით საშუალო კუბებად. ბოსტნეულს ვათავსებთ ჯამში, ვასხამთ სოუსს, ვაყრით ნიგოზს, ოხრახუშს და კარგად ავურევთ.

გემრიელად მიირთვით!

 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები