პავლოვა:
200 გ კვერცხის ცილა (5 დიდი და 6 საშუალო კვერცხი)
450 გ შაქრის პუდრი
ვანილის პასტა
10 გ ლიმონის წვენი
ლიმონის კრემი:
90 გ კვერცხის გული (5 დიდი და 6 საშუალო კვერცხი)
70 გ ლიმონის წვენი
90 გ შაქარი
100 გ კარაქი
5 გ ლიმონის ცედრა
2 გ ჟელატინის ფირფიტა (½ ჩ.კ. ჟელატინის ფხვნილი)
2 გ ვანილის პასტა
მარილი გემოვნებით
ვაშლის ხრაშუნა ჩირი:
2 ც. არომატული და ტკბილი ვაშლი
100 გ შაქარი
200 გ წყალი
ლიმონის წვენი
ბატიბუტი:
100 გ ბატიბუტის სიმინდი
20 გ შაქარი
10 გ კარაქი
10 გ ზეთი
ცოტაოდენი ლიმონის ცედრა
მარილი გემოვნებით
პავლოვა
კვერცხის ცილას შეურიეთ ლაიმის წვენი და ათქვიფეთ მიქსერით, ეტაპობრივად დაამატეთ შაქრის პუდრი. ბოლოსკენ ვანილის პასტა. მასა რომ გამყარდება (გადმობრუნებული ჯამიდან არ უნდა იძვროდეს), გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობ ლანგარზე და გააბრტყელეთ თანაბრად. აცხვეთ 90 გრადუსზე დაახლოებით 90 წუთი, შემდეგ კი გააგრილეთ გამორთულ ღუმელში 5-6 საათი.
ლიმონის კრემი
ჟელატინის ფირფიტა ჩაალბეთ ცივ წყალში. ჯამში შეურიეთ შაქარი, ლიმონის წვენი, ცედრა და კვერცხის გული. მიღებული მასა თქვიფეთ უწყვეტად ორთქლის აბაზანაზე, სანამ მისი ტემპერატური 80 გრადუსს არ მიაღწევს. შემდეგ გადმოდგით და მორევით დაამატეთ გაწურული ჟელატინი, მარილი, ვანილი და კარაქი. გაცერით წვრილ საცერზე და კონტაქტურად შეფუთული გააგრილეთ მაცივარში. გამოყენების წინ გათქვიფეთ მიქსერით.
ვაშლის ხრაშუნა ჩირი
შაქრითა და წყლით მოამზადეთ სიროფი. ვაშლი დაჭერით თხელ რგოლებად და მოასხით ლიმონის წვენი (ფერი რომ არ შეიცვალოს). თხელი ნაჭრები ამოავლეთ ცხელ სიროფში. გადაიტანეთ დეჰიდრატორში (ჩირის აპარატი) ან ღუმელში და გამოაშრეთ 70 გრადუსზე მინიმუმ 6 საათი.
ბატიბუტი
ტაფა გაახურეთ, დაასხით ზეთი, ჩაყარეთ სიმინდი, მოაყარეთ შაქარი და მარილი, დაამატეთ კარაქი. სიმინდის მარცვალი გასკდომას რომ დაიწყებს, ტაფას თავსახური დაახურეთ. ბოლოს მოაყარეთ ლიმონის ცედრა.
გამომცხვარ პავლოვას გადაუსვით ლიმონის კრემი, ზემოდან მოაყარეთ ბატიბუტი და ხრაშუნა ვაშლი.