ვაშლის და ჯანჯაფილის ქრამბლი არაჟნის კრემით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 6

ვაშლის და ჯანჯაფილის ქრამბლი არაჟნის კრემით

  • 30 წუთი
  • მარტივი
  • 6

ინგრედიენტები

300 გ კარაქი

300 გ შაქარი

300 გ ფქვილი

1 კგ ვაშლი (სასურველია სხვადასხვა სახეობა)

30 გ ჯანჯაფილი

2 ც. ლიმონი

დარიჩინი, ილი, მიხაკი

ვანილი

500 გ 30%-იანი არაჟანი 

100 გ შაქრის პუდრი

50 გ თაფლი

მომზადების ინსტრუქცია

ვაშლს გააცალეთ კანი, დაჭერით დიდ ნაჭრებად და მოათავსეთ საცხობ ფორმაში, მოასხით ლიმონი, მოაყარეთ ცედრა, გახეხილი ჯანჯაფილი, სუნელები, შაქარი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30წთ. 

ცივი კარაქი, შაქარი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს, ისე რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. მოაყარეთ გამომცხვარ ვაშლს და შეაბრუნეთ ღუმელში გაოქროსფერებამდე. 

არაჟანს გადაურიეთ შაქრის პუდრი, ვანილი, ცოტა ლიმონის ცედრა და წვენი. მიირთვის ქრამბლთან ერთად, სერვირებისას დაუმატეთ თაფლი. 

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები