ქლიავი 12 ცალი
ყავისფერი შაქარი 1 ს.კ
დარიჩინი 1/2 ჩ.კ
გაწურული მაწონი 150 გ
ნაღები (33-35%) 150 გ
თაფლი 1 - 2 ს.კ
გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ქლიავი გარეცხეთ, გააშრეთ, გაჭერით სიგრძეზე და ამოაცალეთ კურკა.
ცეცხლგამძლე კერამიკულ ან შუშის ყალიბში ჩაალაგეთ ქლიავი ერთ ფენად, გაჭრილი მხარე მაღლა მოაქციეთ. მოაყარეთ ყავისფერი შაქარი (კარამელიზაციისთვის), დარიჩინი და გამოაცხვეთ 20-25 წუთი.
მოამზადეთ მაწვნის კრემი - ნაღები ათქვიფეთ, ვიდრე ფაფუკ მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ მაწონი და გადათქვიფეთ, სულ ბოლოს მოასხით თაფლი და აურიეთ.
გამომცხვარი, ჯერ კიდევ თბილი ქლიავი გაანაწილეთ თეფშებზე, ზემოდან დაადეთ კრემის ქულა, მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი.
გემრიელად მიირთვით!