800 გ ვაშლი
½ ლიმონის წვენი
1 ს.კ ლერწმის შაქარი
20 გ კარაქი
გრანოლა:
40 გ თაფლი
45 გ ქოქოსის ზეთი
125 გ შვრია
50 გ ქიშმიში
30 გ დათლილი ნუში
1 ს.კ ლერწმის შაქარი
1 ჩ.კ დარიჩინი
⅓ ჩ.კ მარილი
კარამელი:
150 გ შაქარი
50 გ წყალი
150 გ ნაღები (23%)
მწიკვი მარილი
კარამელის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი და შაქარი. Შემოდგით დაბალ ცეცხლზე, არ მოურიოთ, შაქარი დაიწყებს დუღილს და კარამელიზაციას. Ფრთხილად იყავით კარამელთან, შესაძლოა მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს კანზე მოხვედრის შემთხვევაში!
პატარა ქვაბით გააცხელეთ ნაღები.
როდესაც შაქარი კარამელისფერი გახდება, ჩაასხით ცხელი ნაღები, უწყვეტად მოურიეთ ხელის სათქვეფით ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, ხარშეთ კიდევ 2-3 წუთი. Გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ მწიკვი მარილი.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
ვაშლი გათალეთ, ამოაცალეთ გული და დაჭერით თანაბარი ზომის კუბებად.
დაჭრილი ვაშლი ჩაყარეთ კერამიკულ ან შუშის საცხობ ყალიბში, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ შაქარი და პატარა კუბებად დაჭრილი კარაქი. შედგით ღუმელში 10 წუთით.
სანამ ვაშლი ღუმელშია ვამზადებთ გრანოლას – პატარა ქვაბით ცეცხლზე შეათბეთ თაფლი და ქოქოსის ზეთი, ასე თაფლი უფრო თხევადი გახდება და მარტივად შეერევა შვრიას.
ჯამში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, დაასხით თაფლი და ზეთი, კარგად ამოურიეთ. Გამოიღეთ ღუმელიდან ვაშლი, მოაყარეთ გრანოლა და შეაბრუნეთ გამოსაცხობად კიდევ 30-40 წუთი ან სანამ ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.
ვაშლის გრანოლა მიირთვით თბილი, გაწურული მაწვნით და კარამელით.