გამომცხვარი ვაშლი

  • 25 წუთი
  • მარტივი
  • 3

გამომცხვარი ვაშლი

  • 25 წუთი
  • მარტივი
  • 3

ინგრედიენტები

•    3 ცალი ვაშლი

შიგთავსი
•    ½ ჭიქა შვრია
•    2 ს.კ. ქოქოსის ფანტელი
•    1 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი
•    1 ჩ.კ. დარიჩინი
•    2 ს.კ. ქოქოსის ზეთი
კრემი
•    ½ ჭიქა მცენარეული რძე (ქოქოსი, ნუში ან სოიო)
•    1 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი
•    ვანილი
•    ¾ ს.კ. სახამებელი
•    2 ს.კ. წყალი

მომზადების ინსტრუქცია

ვაშლს მოაჭერით თავი და ამოაჭერით გული ისე, რომ ღრმული გაკეთდეს.
ჯამში აურიეთ შიგთავსის ინგრედიენტები. მზა შიგთავსი ჩაუდეთ ვაშლს ამოჭრილ გულში. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.
კრემისთვის ცივ წყალში გახსნილი სახამებელი დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად წამოადუღეთ, შესქელებამდე. მოასხით გამომცხვარ ვაშლს და ისიამოვნეთ.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები