ვაშლის ვარდები

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 8

ვაშლის ვარდები

  • 60 წუთი
  • მარტივი
  • 8

ინგრედიენტები

400 გ ფენოვანი ცომი

3 ცალი ვაშლი

ნუშის კრემისთვის:

35 გ კარაქი

50 გ შაქრის პუდრი

70 გ დაფქული ნუში

1 პატარა კვერცხი

½ ჩ.კ. ვანილის პასტა ან ექსტრაქტი

მომზადების ინსტრუქცია

კრემის მოსამზადებლად ოთახის ტემპერატურის, რბილი კარაქი და შაქრის პუდრი აურიეთ, დაუმატეთ ნუშის ფქვილი, კვერცხი და ვანილი, მოურიეთ, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში.

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ 1 სანტიმეტრამდე და გაყავით 8 ნაწილად, დაახლოებით 20X8ზე უნდა იყოს ცომის ნაჭრები. 
ვაშლი დაჭერით ძალიან თხლად ხელით ან სპეციალურ საჭრელზე. 
ცომის ქვედა ნახევარს გადაუსვით ნუშის კრემი მთელ სიგრძეზე, დაალაგეთ ვაშლები, გადაკეცეთ ცომი და გადაახვიეთ რულეტად.
მოათავსეთ მაფინის ყალიბებში და გამოაცხვეთ 20-30 წუთი ან ვიდრე ოქროსფერი არ გახდება.
მოაყარეთ შაქრის პუდრი სურვილისამებრ.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები