მზა ფილოს ცომი 7 ფირფიტა
კარაქი 70 გ
ვაშლი 500 გ
ლიმონი 1/2
დარიჩინი დაფქული 1 ჩკ
შაქარი 60 გ (ყავისფერი სასურველია)
მუქი ქიშმიში 50 გ
ნიგოზი 50 გ
შაქრის პუდრი მოსაყრელად
2 სკ ზეთი ან კვერცხის გული ზევიდან წასასმელად
გავთალოთ ვაშლი, გავჭრათ 2 ნაწილად, ამოვაცალოთ გული. დავჭრათ თხელ ფირფიტებად
ჩავყაროთ მოზრდილ ჯამში, მოვასხათ ლიმონის წვენი და ავურიოთ. დავაყაროთ შაქარი, მსხვილად დაჭრილი ნიგოზი, დარიჩინი, ქიშმიში. ავურიოთ და გადავდგათ.
ფილოს ცომი გავშალოთ საცხობ ქაღალდზე, ფუნჯით წავუსვათ დამდნარი კარაქი, დავადოთ შემდეგი ფენა, წავუსვათ კარაქი, ასე გავაგრძელოთ 5 ფენა.
გულსართს გადავიტანთ ცომზე, დავადებთ მე-6-ე ფენას, წავუსვამთ კარაქს და დავაფარებთ მე-7-ეს, შემოვუკეცავთ გვერდებს და გადავახვევთ რულეტად. გადავიტანთ საცხობ ფირფიტაზე. წავუსვამთ ფუნჯით ზეთს ან 1 ს.კ წყლისა და 1 კვერცხის გულის ნაზავს.
ვაცხობთ 190 გრადუსზე 20-30 წუთი ან ვიდრე შტრუდელი ოქროსფერი არ გახდება.
გამომცხვარ და შეგრილებულ შტრუდელს ვაყრით შაქრის პუდრს.